ახალი ამბები

ბათუმში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს

19 დეკემბერი, 2019 • 1695
ბათუმში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გუშინ ბათუმში საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის დაჭრაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს.

შსს-ს თანახმად, ის დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გუშინ, 18 დეკემბერს, თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს გუშინ ღამით ჩაუტარდა ოპერაცია.

კადრებში, რომლებიც პოლიციელის დაჭრას ასახავს, ჩანს, რომ მოქალაქე მიდის ჭავჭავაძის ქუჩაზე და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საპატრულო ეკიპაჟის მანქანას აჩერებს. პატრულ-ინსპექტორი გადმოდის მანქანიდან და მას მოქალაქე დანით ჭრის. მეწყვილე გაქცეულ პირს აკავებს.

ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით შემთხვევის ადგილზე გუშინ ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად.

ნახეთ ასევე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/245726/

მასალების გადაბეჭდვის წესი