10:30-ზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სეზონური ინფექციები და საფრთხეები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:00 საქართველოს პარლამენტის წევრის, ზურაბ ჯაფარიძის ბრიფინგი თბილისი, B კორპუსი, II სართულის ფოიე, (ბიუროს ოთახის წინ).
11 საათზე „პირველი რადიოს“ პრესკლუბში კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივას“ ხელმძღვანელი ლაშა ფარულავა და ააიპ „აპრიორის“ ხელმძღვნელი ბესო შენგელია მედიას პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოთხოვილ ინფორმაციას გააცნობენ.
11:00-ზე თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: საბავშვო ბაღებში მიღების წესები იცვლება – როგორია ახალი სტანდარტი; მიიღებენ თუ არა საბავშვო ბაღებში იმ ბავშვებს, რომელბიც 15 სექტემბრის შემდეგ არიან დაბადებულები და სკოლაში ვერ მიდიან. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
12:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა რურუა პრესკონფერენციას გამართავს თემა: ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი, ოპოზიციაში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები
12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ოქროპირიძის საქმე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
12:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ოქროპირიძის საქმე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში „ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის“ ერთ- ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს თემა: საარჩევნო სისტემა, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი, ოპოზიციურ ფლანგში შექმნილი მდგომარეობა.
13:00 საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.
13:00 საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა ქუთაისი, პარლამენტი პლენარულ სხდომათა დარბაზი.
13.00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხმალაძე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თემა: ცხადდება ინტერესთა გამოხატვა ყაზბეგის რაიონში მძიმეწონიანი მანქანების პარკინგის მოწყობის მიზნით. ბრიფინგი გაიმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობაში, მე-10 სართულზე.
13.30 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თემქის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა სამუშია შშმ ბავშვთა ასოციაციას ,,ანიტა’’ ეწვევა და ბარამბოსა და ზედაზენის მიერ წარმოებულ პროდუქციას მიუტანს. მის. თემქა 11მ/რ, 2 კვარტალი, საცურაო აუზის ,,დელფინი’’ შენობა.
14:00-ზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (“თასქ ფორსი”) სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი ნორმის შემოტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში შეიტანს. „თასქ ფორსის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიზანია, პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი ნორმის შემოტანის გზით, წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება.
17:00 საათზე, რუსთაველის თეატრში გაიმართება სახალხო მწერლის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის რევაზ მიშველაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
18 საათზე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობიც ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ათონელის ქუჩა N9, თბილისი) იხსნება ქართული ნახატის გამოფენა.