ახალი ამბები

სირაძის გარდაცვალების გამო, პრეზიდენტმა საზეიმო ღონისძიებების ფორმატი შეცვალა

18 დეკემბერი, 2019 • 1783
სირაძის გარდაცვალების გამო, პრეზიდენტმა საზეიმო ღონისძიებების ფორმატი შეცვალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა, რაც შეეხება საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ მიღებებს, ის შეხვედრების ფორმატში ჩატარდება.

ადმინისტრაციის ცნობით, სწორედ შეცვლილი ფორმატით გაიმართა დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და წარმატებული სპორტსმენების შეხვედრა. შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი ახალგაზრდის ხსოვნას.

საქართველოს პრეზიდენტმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე გუშინ, 17 დეკემბერს განცხადება გაავრცელა.

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთროგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

“15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენ საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა. ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი