მისი განცხადებით, პირველ რიგში აფხაზეთმა ჯანდაცვის შესახებ კანონი უნდა მიიღოს.
“კანონის მიღება სახელმწიფოსა და მედიცინის ურთიერთობას დაარეგულირებს”, – განაცხადა გოოვმა.
მინისტრის თქმით, მისაღებია კანონი კერძო მედიცინის შესახებაც.
“საჭიროა კანონი კერძო მედიცინის შესახებ, ვინაიდან მხოლოდ სახელმწიფოს ძალებით შეუძლებელია ქვეყნის მოთხოვნის დაკამყოფილება. ჩვენ გვჭირდება ოპერატიული მედიცინა”, – განაცხადა გოოვმა.
ანზორ გოოვი ამბობს, რომ აუცილებელია ასევე ექიმების სერტიფიცირება და ატესტაცია.
“ჩვენს ექიმებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთში გაგზავნიან, თუ იქნება იმის საშუალება, სხვა ქვეყნებშიც”.
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმად სავალდებულო სამედიცინო დაზღვევაც დაასახელა.

![]() |
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |





