ახალი ამბები

დაკითხვაზე არასრულწლოვნები ერთმანეთთან დააპირისპირეს – იურისტი

18 დეკემბერი, 2019 • 5356
დაკითხვაზე არასრულწლოვნები ერთმანეთთან დააპირისპირეს – იურისტი

საია-ს იურისტის, რეზო აჭარიძის თქმით, ლუკა სირაძის დაკითხვაზე სამართალდამცველებმა არასრუწლოვნები ერთმანეთთან დააპირისპირეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

აჭარიძის თქმით, ფაქტობრივად დადასტურებულია, რომ 10 დეკემბერს მოზარდს განყოფილებაში დაემუქრნენ, რათა მას ეღიარებინა, თითქოს „მწვანე სკოლის“ კედლები და შიდა ტერიტორია მოხატა. ლუკა სირაძე ამას არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ეს მას არ ჩაუდენია.

ამასთანავე, იურისტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოზარდი რამდენიმე წუთით პოლიციელმა გაიყვანა ცალკე „რის შემდგომაც ის დაბრუნდა ძალზე ანერვიულებული  და ატირებული, მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა ეს არ აღმოუჩინეს“.

გირჩევთროგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

„ფაქტობრივად, ძველი სტილის დაკითხვა იყო: დაპირისპირებაც კი მოხდა, რასაც უარყოფს გამომძიებელი, რომელიც დაკავებულია. დაპირისპირება სხვა მოწმესთან, კლასიკური დაპირისპირება.

არასრულწლოვნები ჰყავდათ დაბარებული ამ განყოფილებაში და დააპირისპირეს ერთმანეთთან, რამაც ორივე მხარეს დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა“, – ამბობს იურისტი.

რაც შეეხება მუქარას, რეზო აჭარიძის თქმით, ლუკა სირაძეს ასევე ემუქრებოდნენ, რომ ძმას პრობლემებს შეუქმნიდნენ. ამ ინფორმაციას ნეტგაზეთთან ადასტურებს მოზარდის ძმაც. 

ჩვენებებში დასახელებულია 3-4 პოლიციელი, ვინც მოზარდს ემუქრებოდა – იურისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი