“ამჟამად მხარეებთან ვათანხმებთ კონკრეტულ დროს და შეხვედრის დღის წესრიგს” – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამშემწემ იური უშაკოვმა.
ამის გარდა, რუსეთის პრეზიდენტი ბაქოში ვიზიტის დროს, 12 ივნისს, უშაკოვის თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, თომას ბახს შეხვდება.
პირველი ევროპული თამაშები ბაქოში 2015 წლის 12-28 ივნისს გაიმართება.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.