როგორც ეუთოს პრესმდივანი, შივ შარმა აცხადებს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთოს ერთი თვის ვადა მისცა ბაქოში ორგანიზაციის ოფისის დასახურად.
მისი განამრტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბაქოს მიერ აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ საერთაშორისო კრიტიკის ფონზე იყო მიღებული.
ოფიციალური ნოტა ეუთომ 4 ივნისს მიიღო. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ბაქოს ამ დოკუმენტში არ განუმარტავს თავისი გადაწყვეტილების მიზეზი.
“ჩვენ მივიღეთ აზერბაიჯანიდან ნოტა. ამჟამად ის განხილვის სტადიაშია”, – ციტირებს 1news.az ეუთოს წარმომადგენელს.
ეუთოს წარმომადგენლებს არაერთხელ გაუკრიტიკებიათ აზერბაიჯანი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხზე.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |