ახალი ამბები

“შინდისი” და “და ჩვენ ვიცეკვეთ” ოსკარის კონკურსს გამოეთიშნენ

17 დეკემბერი, 2019 • 1873
“შინდისი” და “და ჩვენ ვიცეკვეთ” ოსკარის კონკურსს გამოეთიშნენ

მხატვრული ფილმები “შინდისი” და “და ჩვენ ვიცეკვეთ” ოსკარის 92-ე დაჯილდოების მოკლე სიაში ვერ მოხვდნენ. საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში ოსკარისთვის ბრძოლას 10 ფილმი აგრძელებს, რომელთა შორის დიტო ცინცაძის და ლევან აკინის ფილმები არ არიან.

ამ კატეგორიაში თავდაპირველად 91 ფილმი მონაწილეობდა.

მოკლე სია ასეთია:

ჩეხეთი, “The Painted Bird”
ესტონეთი, “Truth and Justice”
საფრანგეთი, “Les Misérables”
უნგრეთი, “Those Who Remained”
ჩრდილომაკედონია, “Honeyland”
პოლონეთი, “Corpus Christi”
რუსეთი, “Beanpole”
სენეგალი, “Atlantics”
სამხრეთ კორეა, “Parasite”

მასალების გადაბეჭდვის წესი