ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოხუცი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, თუმცა მისი უკანონო დაკავება არ დასტურდება – სუსი

16 დეკემბერი, 2019 • 1744
მოხუცი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, თუმცა მისი უკანონო დაკავება არ დასტურდება – სუსი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 95 წლის მოხუცი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავება არ დასტურდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა მოხუცი კაცი კასპის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ამ შემთხვევაზე გააქტიურდა „ცხელი ხაზი“, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
 

რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით კონფლიქტისპირა ზონის მიმდებარედ სტატისტიკად იქცა.როგორც წესი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ცხინვალში სასამართლოსა და ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. გამონაკლისს წარმოადგენს ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტია ცხინვალის ციხეში იმყოფება და ამ დროისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი