ახალი ამბები

ანონსი – 6 ივნისი

6 ივნისი, 2015 •
ანონსი – 6 ივნისი

12:00 “პირველ პრესკლუბში” „ტრანსპორტის და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12.00  “ვარდების ბაღში”მდებარე გორკის კლუბში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია, მოსახლეობას შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს ჩააბარებენ.  მის: აღმაშენებლის N73.

 

14:00 მიხეილ გიორგაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებს შეხვდება და პირადად გააცნობს სამინისტროს მიერ დაგეგმილ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. მინისტრი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან თემებს შეეხება და აქტუალურ საკითხებზე ახალგაზრდებთან დისკუსიას გამართავს.

 

16:00 თბილისის საკრებულოდან აბანოთუბნამდე მოეწყობა მსვლელობა მოთხოვნებით: აიკრძალოს მწვანე საფარის განადგურება შენობების მშენებლობის ხარჯზე; შეწყდეს თბილისის ისტორიული ცენტრის დამახინჯება და იქ მაღალსართულიანი შენობების აგება; შეიქმნას თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკა; მიღებული გადაწყვეტილებები არ იყოს ანტი-საზოგადოებრივი; გადაწყვეტილებების მიღებაში უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოებისა და სპეციალისტების მონაწილეობა. თბილისის საკრებულოდან მსვლელობა დასრულდება აბანოთუბანში აქცია კონცერტით.

 

18:00 თბილისში, ევროპის პარკში (ყოფილი რიყის პარკი), ამერიკის საელჩოს ორგანიზებით, ამერიკის დღეების დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას, ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან და საქართველოს კულტურის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან ერთად, თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.

 

20:00 შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის რიგით მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის „ამირანის“ დახურვის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე დაესწრებიან. გამოვლინდებიან ფესტივალის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციურ-ექსპერიმენტული ფილმი. გაიცემა ჟიურის მთავარი პრიზი და დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელსაც ეუფლებიან სტუდენტები მსოფლიოს ყველა კინოსკოლაში: რეჟისურა, ხმის რეჟისურა და საოპერატორო ნამუშევარი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი