ახალი ამბები

Red Hot Chili Peppers-ს გიტარისტი ჯონ ფრუშანტე დაუბრუნდა

16 დეკემბერი, 2019 • 873
Red Hot Chili Peppers-ს გიტარისტი ჯონ ფრუშანტე დაუბრუნდა

ამერიკულ ბენდ Red Hot Chili Peppers-ს დაუბრუნდა ძველი გიტარისტი, ჯონ ფრუშანტე.

„დიდი სიხარულითა და სავსე გულებით ვაცხადებთ, რომ ჯონ ფრუშანტე უბრუნდება ჩვენს ჯგუფს“, – დაწერა ბენდმა 16 დეკემბერს ინსტაგრამზე.

ამავე პოსტით მათ მადლობა გადაუხადეს და დაემშვიდობნენ ჯოშ კლინჰოფერს, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში იყო ბენდის გიტარისტი.

ფრუშანტე უკვე მესამედ უერთდება კოლექტივს. „ჩილი პეპერსი“ 1980-იან წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, ფრუშანტე კი მათ 1989 წლის წარმატებული ალბომის, Mother’s Milk-ის გამოშვებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე შეუერთდა.

თუმცა ბენდი მალევე, 1992 წელს დატოვა. შემდეგ პერიოდში დეპრესიასა და ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. ბენდს მეორედ 6 წლის შემდეგ შეუერთდა, რას დროსაც გამოვიდა მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ალბომი — Californication.

მასალების გადაბეჭდვის წესი