ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი გაეროს რეზოლუციას თბილისის მიერ დევნლთა საკითხების პოლიტიზებას უკავშირებს

4 ივნისი, 2015 •
ცხინვალი გაეროს რეზოლუციას თბილისის მიერ დევნლთა საკითხების პოლიტიზებას უკავშირებს

“საქართველოს ცალმხრივად ანგაჟირებულ პოზიციას, რომელიც არსებული ვითარების რეალურ სურათს არ იძლევა, გაურკვეველია, რატომ უჭერენ მხარს რეზოლუციის მომხრეები. წლიდან წლამდე პოლიტიკურად მოტივირებული ტექსტების ტირაჟირების ნაცვლად, მოვიდა დრო, პატივისცემა გამოიჩინონ სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ და საშუალება მისცენ მათ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ იმისთვის, რომ დოკუმენტი ობიექტურობას არ იყოს მოკლებული”, – წერია განცხადებაში.

 

განცხადებაში ასევე წერია, რომ თბილისი დევნილთა თემის პოლიტიზებას ცდილობს.

 

“საქართველოს ხელისუფლებას არ სურს გაითვალისწინოს არსებული რეალობა რეგიონში და სამხრეთ ოსეთის მხარესთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შესაბამის იურდიულ დოკუმენტაცია გააფორმოს”. 

 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკვე მეშვიდედ დაუჭირა მხარი საქართველოს მიერ წარმოდგენილ რეზოლუციის კანონპროექტს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესახებ. რეზოლუციას მხარი 75-მა ქვეყანამ დაუჭირა, 16- წინააღმდეგი იყო. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი