ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“თავისუფლება ვაჟა ექიმს” – აქცია საოკუპაციო ხაზთან

15 დეკემბერი, 2019 • 2164
“თავისუფლება ვაჟა ექიმს” – აქცია საოკუპაციო ხაზთან

“თავისუფლება ვაჟა ექიმს,” ამ მოთხოვნით სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლმა  თამილა ლაფანაშვილმა მიმართა. მისი თქმით, საზოგადოების მხარდაჭერა ოჯახს აძლიერებს:

“მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ოჯახსა და ვაჟას ძალიან აძლიერებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მალე დაგვიბრუნდეს. მინდა მივმართო ოს ხალხს. საუკუნეებია ჩვენ ვცხოვრობთ კავკასიაში და დარწმუნებული ვარ, მრავალი საუკუნე კვლავაც ასე გაგრძელდება. მჯერა რომ გაუგებრობა და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში იყო კვლავაც მოგვარდება. ვაჟა პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება, ამიტომ სრულიად წარმოუდგენელია, რომ ახლა გამოკეტილია. ფაქტი რომ საკუთარ სამშობლოში იყოფება და თან ციხეში, მისი ჰუმანური მისიის გამო, ეს გვანადგურებს.”

 ცხინვალის მიმართულებით სიმბოლურად თეთრ ბუშტებზე მიმაგრებული ექიმის თეთრი ხალათი გაუშვეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია/ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

დღევანდელ აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. წარმომადგენლებიც ესრებოდნენ. როგორც პარლამენტის წევრმა მარიამ ჯაშშმა ნეტგაზეთს უთხრა, მნიშვნელოვანია, რომ განსახვავებული მოსაზრებების მიუხედავად, საზოგადოება ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით გაერთიანდა:

“ერთადერთი, რასაც სრულიად საქართველოს გაერთიანება შეუძლია, ოკუპაციის საკითხია. მთავარი რაც დღეს ოჯახის მხრიდან გაიგზავნა არის ოსი ექიმების მიმართვა, რომ მოხდეს მათი ჩართვა და შესაძლო მხარდაჭერა.  მინდა ოპტიმისტი ვიყო… ვნახოთ რა პასუხი იქნება მათი მხრიდან. საომარ მოქმედებასა და ჰუმანიტარულ კრიზისშიც კი ექიმის დაკავება არანაირ საერთაშორისო ნორმაში არ ჯდება.”

13 დეკემბერს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი