„პროექტი ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები ადამიანებისთვის სოციალური შეღავათების და ეკონომიკური საქმიანობის წახალისების სისტემის შექმნას, ასევე, მაღალმთიანი დასახლებების ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნით დამატებითი ფულადი სახსრების გამოყოფას. მიმაჩნია, რომ ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, რადგან მთა იცლება, ოჯახებს უჭირთ დამაგრება და არ არის არანაირი პირობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.