თავშესაფრის თანამშრომლის, დავით მენთეშაშვილის ცნობით, 03:15 საათისთვის თავშესაფრის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სამაშველო სამუშაოები, რომელშიც საპატრულო პოლიცის ორი ეკიპაჟი იყო ჩართული. მისი თქმით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებიც, თუმცა პატრულისა და თავშესაფრის თანამშრომლების გარდა ამ დროისთვის სამაშველო პროცესებში მონაწილეობას არავინ იღებს.
“ყველაფერი წამებში მოხდა. თავშესაფარში მყოფი ძაღლების ნაწილი ადიდებულმა მდინარემ წაიღო, დანარჩენი – ისევ თავშესაფრის ტერიტორიაზეა. რაც მოვახერხეთ და მოვასწარით ბიჭებმა, სულ ეს იყო,” – ამბობს მენთეშაშვილი.
თავშესაფრის თანამშრომლის თქმით, სტიქიას თავშესაფარში მობინადრე დათვები გადაურჩნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მენთეშაშვილის ცნობით, გადარჩენილი ძაღლები თავშესაფრის ტერიტორიის ნახევარ ნაწილზე დაბინავდებიან, ხოლო თავშესაფრის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ სამაშველო სამუშაოებს.
როგორც მენთეშაშვილი აცხადებს, სტიქიამ თავშესაფრის პირველი სართული მთლიანად გაანადგურა, სადაც ავადმყოფი ძაღლები იმყოფებოდნენ, თუმცა ამ ტერიტორიიდანაც მოხერხდა ცხოველების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა.
ეს ვითარებაა ბატონი თამაზის თავშესაფარში ეხლა ამ წამსს .. 300 ცუგა არ არის დაღუპული … მაგრამ რომედენიმე ათეული არის , პ…
Posted by Sani Motörhead on Wednesday, June 3, 2015