ახალი ამბები

ანონსი – 4 ივნისი

4 ივნისი, 2015 • 1210
ანონსი – 4 ივნისი

10:00  ეთნოგრაფიული მუზეუმისა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე დავადებული ფოთლოვანი ნარგავები შეიწამლება. სხვადასხვა სახეობის 4 500-მდე ფოთლოვანი მცენარე (იფანი, ნეკერჩხალი, რცხილა და სხვა) უსაფრთხო ბიოპრეპარატ „ლეპიდოციდის“გამოყენებით შეიწამლება. შეწამვლითი სამუშაოები 80 ჰა ფართობზე განხორციელდება. ხეების შეწამვლის პროცესს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი დაესწრება.

 

10:30 ლავან მამალაძის ადვოკატი ლექსო კობაიძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ასევე განხორციელდება ლევან მამალაძის სკაიპით ჩართვა, რომელიც ისაუბრებს მის ბრალდებებთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან საქმის ხელახალ ძიებაზე, მოწმეები დაკითხვასა და ბრალდებების გაყალბებაზე, ასევე, რა შემთავევაში და როდის დაბრუნდება საქართველოში. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 726565.


11:00 ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არასრუწლოვან გიორგი კახურაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქმის განხილვა განახლდება. მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6, 25-ე დარბაზი.

 

11:00  სასტუმრო „რედისონში“ სახალხო დამცველი დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლებს ადამიანის უფლებთა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საპარლამენტო ანგარიშს გააცნობს

 

11:00 მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრში მოინახულებს ადგილს, სადაც იგეგმება პედიატრიული დეპარტამენტის მშენებლობა,  რომლის პროექტიც უკვე  დასრულებულია. მისამართი: გიორგი მარუაშვილის ქუჩა 50

 

11:00 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N312


11:00 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.


11:00   ქ. თბილისი, სასტუმრო თბილისი მარიოტში, არასამთავრობო ორგანიზაცია  „ეკო  ტრანსპორტ ცენტრის“ (ETC) ორგანიზებით   გაიმართება  კონფერენცია  სახელწოდებით: „ავტომობილების  სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება – რეფორმა ადამიანის ჯანმრთელობისა და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის“

 

11:30  თბილისის მერი დავით ნარმანია აფრიკის დასახლებაში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს დაათვალიერებს. შეხვედრის ადგილი: სამგორის რაიონის გამგეობა(მოსკოვის გამზირი N14). საკონტაქტო პირი: გვანცა პაპავაძე: 591 004931

 

11:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზოციის“ დანფუძნებელი გურამ ადამაშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: რომელი ლიდერები დატოვებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ოთხეულის შემდეგ – „პოზიცია“ კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობს.

 

12:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართება, რომელსაც დეპუტატებთან ერთად სახალხო დამცევლის ოფისთან არსებული ეროვნული უმცირესობის საბჭოსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დაესწრებიან. თემა: თბილისში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების საჭიროებების დეტალური გაცნობა და პრობლემების გადაჭრის მიზნით,  ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება. მის: თავისუფლების #2

 

12:00  „პრაიმთაიმის“ პრეს კლუბში (მის: კოსტავას ქ. 68) ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამართავენ პრესკონფერენციას საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობის შესახებ.


12:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი


12:00 პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი  პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 726565.


12:00  პრაიმტაიმის პრესკლუბში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობის შესახებ.

 

12:30 ორგანიზაციის „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და ს.ს. „ინტელექტბანკის“ ყოფილი აქციონერები, სააგენტო „პირველის“ პრეს-კლუბში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ, სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ბანკის მიმართ ცილისწამებლური განცხადებების გამო, სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344

 

13:00  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების #2

 

13:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.


13:00 სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, კინოდარბაზი. 


13:00 კულტურის სამინისტროში მეექვსე Kavkaz Jazz ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. პრეს-კონფერენციაში მონაწილეობენ: ელენე მეჩიტოვა  – ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი; იოანა სლოვინსკა – ფესტივალის მონაწილე, პოლონეთი; აფგან რასული – ფესტივალი მონაწილე, აზერბაიჯანი; გიორგი აფციაური – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი; ზურაბ წერეთელი – თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის თავმჯდომარე. Kavkaz jazz ფესტივალი გაიხსნება 20.00 კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში. 

 

13:30 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.

 

14:00 სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას. ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა და პირველ ტურში მონაწილეობა საქართველოს 1277 სკოლის 22 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9).

 

14:00 ქ. ზუგდიდში, გამგეობის შენობაში „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“  მართავს  პროგრამის „დანერგე მომავალი“ პრეზენტაციას. შეხვედრას  დაესწრება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.  საკონტაქტო პირი : სოფიო მდინარაძე 577 58 50 58 

 

15:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან “ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ” ინფორმაციის თაობაზე. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.

 

17:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

 

19:00 კახი კავსაძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე  სპეტაკლი „მოხუცი ჯამბაზები“ გაიმართება. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით,  მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით  მოეწყობა საზეიმო მიღება – კახი კავსაძეს და მის თაყვანისმცემლებს, ღონისძიების ორგანიზატორებისგან მრავალი სიურპრიზი ელოდებათ. 5 ივნისს კახი კავსაძეს 80 წელი უსრულდება.  


19:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში  ოსური კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება.

 

 

Fourth June in Calendar icon on white background
Fourth June in Calendar icon on white background

 

მასალების გადაბეჭდვის წესი