ახალი ამბები

ალბათ საჭირო იყო – კალაძე უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევაზე

13 დეკემბერი, 2019 • 1015
ალბათ საჭირო იყო – კალაძე უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა პოლიტიკური დევნა არ არის. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, საქმის დეტალებს არ იცნობს და, შესაბამისად, კითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანია უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, პასუხის გაცემა გაუჭირდება, თუმცა კალაძემ აქვე აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება “ალბათ საჭირო იყო.”

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გუშინ, 12 ნოემბერს გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს პასპორტი და პირადობის დამადასტრებელი მოწმობა ჩამოერთვა, გარდა ამისა, შეეფარდა გირაო 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდნენ უგულავა და მისი ადვოკატი, რომელიც სახაზინო ადვოკატმა ჩაანაცვლა.

გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილის 11 დეკემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცნობი პირები დაესხნენ თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უგულავას ბრალი ძიუდოისტ გავაშელიშვილის ცემაში წაუყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი