ახალი ამბები

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ივლისის პირველ ნახევარში დაიწყება

3 ივნისი, 2015 •
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ივლისის პირველ ნახევარში დაიწყება
  • 100 000–ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები; 
  • სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მიწერილობის საფუძველზე;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
  • იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა  შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით. 

 

ბაგა-ბაღების სააგენტო, ასევე, განსაზღვრავს ზაფხულის პერიოდში ბაგა-ბაღების არდადეგების  ხანგრძლივობას და  ახალი 2015-2016 სააღმზრედელო წლის დაწყების თარიღს, რომელიც დამატებით გამოცხადდება.

 

დედაქალაქის მთავრობამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც თბილისში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო წელი მიმდინარე წლის 30 ივნისს დასრულდება.

 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზევე გადაწყდა, რომ მშობელთა მაღალი მომართვიანობის გამო, განისაზღვროს იმ საბავშვო ბაგა-ბაღების ჩამონათვალი, რომლებიც სასწავლო პროცესს 31 ივლისამდე გააგრძელებენ. მიუხედავად სააღმზრდელო წლის დასრულებისა, 25-მდე საბავშვო ბაგა-ბაღი სასწავლო-სააღმზრედელო პროცესს 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გააგრძელებს, ხოლო შესაბამისი ბაღების ჩამონათვალს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უახლოეს დღეებში განსაზღვრავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი