ახალი ამბები

ახალციხეში წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის ბელი მოკლეს

13 დეკემბერი, 2019 • 2321
ახალციხეში წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის ბელი მოკლეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი მოკლა. მისი წონა 30 კგ-ს შეადგენდა.

უწყება ამბობს, რომ პირი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაშინ ამხილეს, როდესაც ორ თანმხლებ პირთან ერთად ნანადირევი ავტომანქანით გადაჰქონდა. იგი იარაღითა და მოკლული დათვის ბელით გაქცევას შეეცადა, მაგრამ მიმალვის საშუალება არ მისცეს.

სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი