პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. შესაბამისი გადაწყვეტილება 88 დეპუტატმა მიიღო. ყველა მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთადერთი წევრი, ვინც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, მაგრამ მელიასთვის მანდატის შეწყვეტას ხმა არ მისცა, კახა ოქრიაშვილია. ასეთი კიდევ სამი დეპუტატია: ეკა ბესელია, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, თუმცა ისინი უმრავლესობის წევრები არ არიან.

 

 

Published by დათო ქოქოშვილი

დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com

Exit mobile version