ახალი ამბები

ჟურნალისტისთვის ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

12 დეკემბერი, 2019 • 1503
ჟურნალისტისთვის ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დროს მომხდარ ინციდენტზე შსს-მ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით [სსკ 154-ე] გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება შემთხვევას, რომლის დროსაც “ტაბულას“ ჟურნალისტი თიკო ერაძე იქ მყოფმა მანდატურებმა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გააძევეს.

თიკო ერაძის გარდა, დარბაზიდან გააძევეს ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი. აღსანიშნავია, რომ ამ დროს კომიტეტის სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული.

ჩვენს კითხვაზე, გამოძიება დაიწყო მხოლოდ ერაძის საქმეზე, თუ ზოგადად ფაქტზე, სადაც სხვა ჟურნალისტებიც ფიგურირებენ, შსს-ში გვეუბნებიან, რომ გამოძიების დაწყებამდე ერაძემ მათ საჩივრით მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი