ნეტგაზეთი | მძაფრსუნიანი ხსნარის დაღვრის შემდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით დაიწყო მძაფრსუნიანი ხსნარის დაღვრის შემდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით დაიწყო – Netgazeti
RU | GE  

მძაფრსუნიანი ხსნარის დაღვრის შემდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის მქონე ნივთიერების გაშვების შემდეგ შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღეს, 12 დეკემბერს, პარლამენტის თავმდჯომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ორი დეპუტატი სხდომათა დარბაზში შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაღვარა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მძღაფრი სუნის გამო 4 ადამიანი, მათ შორის, ორი დეპუტატი შეუძლოდ გახდა.

არჩილ თალაკვაძემ ინციდენტი პარლამენტზე “ქიმიურ შეტევად” შეაფასა. მისივე თქმით, შესვენების შემდეგ პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას იმ დღის წესრიგით, რაც დაგეგმილი იყო. ტექნიკური შესვენება საკანონმდებლო ორგანოში 13:12 საათზე გამოცხადდა. დღეს იგეგმება მოსამართლეების უვადოდ განწესების საკითხის განხილვა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე კენჭისყრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.