“სააკაშვილი – ოდესის ოლქის მმართველი. შაპიტო შოუ გრძელდება. საბრალო უკრაინა…”- წერს მედვედევი ტვიტერზე.
Саакашвили – глава Одесской области. Шапито-шоу продолжается. Нещасна Украïна …
— Дмитрий Медведев (@MedvedevRussia) May 30, 2015
როგორც უკრაინის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა იგორ შევჩენკომ საკუთარ Facebook გვერდზე განაცხადა, ოდესის გუბერნატორის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურას რეკომენდაცია მინისტრთა კაბინეტმა გაუწია.
“მიშა, ჩვენ გვინდა ახალი ბათუმი იქ!” – წერს უკრაინის რადას დეპუტატი სერგეი ლეშენკო ტვიტერზე.
თანამდებობაზე სააკაშვილი პეტრო პოროშენკომ წარადგინა და განაცხადა, რომ მთელი გულით უსურვებს წარმატებებს ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს.
Президент Порошенко представил Михаила Саакашвили новым главой Одесской областной администрации მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე დღეს ქვეყნის პირველმა პირმა პეტრო პოროშენკომ წარადგინა. მანამდე სააკაშვილი და პოროშენკო გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ ასობით ოდესელს მიესალმნენ. “მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომლის წარმატებებზე არა სიტყვები, არამედ საქმე მეტყველებს” – განაცხადა პეტრო პოროშენკომ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი მეგობარი და თანამებრძოლი მიშა, რომელსაც 25 წელია, ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან იცნობს, დამოუკიდებელი და სანიმუშო სტუდენტი იყო. პოროშენკოს განცხადებით, სააკაშვილი ოდესაში შეუძლებელს შეძლებს. ოფიციალური წარდგენის დროს ქვეყნის პირველი პირი ქალაქის ხელმძღანელებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ პირველად საქართველოში 2004 წელს იყო და ქვეყნის მძიმე მდგომარეობის გამო შოკი მიიღო, შემდეგ კი – რამდენიმე წელიწადში დაბრუნდა და გაოგნდა პოზიტიური ცვლილებებით, რაც აეროპორტიდანვე იგრძნობოდა. როგორც მან განაცხადა, ქვეყანაში სულ სხვა პოლიცია, სახელმწიფო სამსახურები და გარემო დახვდა. უკრაინის უდიდესი ოლქის ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილი მუშაობას დღესვე შეუდგა.
Posted by Mikheil Saakashvili on Saturday, May 30, 2015
სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისასას განაცხადა, რომ სააკაშვილის დანიშვნის გამო უკრაინელ ხალხს თანაუგრძნობს:
“ძვირფას უკრაინელ ხალხს, განსაკუთრებით ოდესის მოსახლეობას ნამდვილად თანავუგრძნობ. ეს არის, ჩემი აზრით, ძალაინ სერიოზული შეცდომა უკრაინის ხელისუფლების. ეს მათი გადასაწყვეტია, მე ნამდვილად არ ვერევი მათ საქმეში,”- განაცხადა საგანელიძემ.