ახალი ამბები

“არა ვადაგასულ კლანს” – პარლამენტის წინ არასამთავრობოები აქციას მართავენ

12 დეკემბერი, 2019 • 618
“არა ვადაგასულ კლანს” – პარლამენტის წინ არასამთავრობოები აქციას მართავენ

პარლამენტის წინ არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები აქციას მართავენ, სახელად – “არა ვადაგასულ კლანს”.

არასამთავრობოები ამ აქციით პარლამენტში უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა სიის კენჭისყრას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული სიის მხარდაჭერით, სასამართლო კვლავ ერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების სიიდან დადებითი რეკომენდაცია 14 ადამიანს გაუწია.

ესენი არიან:

  • მერაბ გაბინაშვილი,
  • მირანდა ერემაძე,
  • მამუკა ვასაძე,
  • მაია ვაჩაძე,
  • თამარ ზამბახიძე,
  • შალვა თადუმაძე,
  • ვლადიმერ კაკაბაძე,
  • ლევან მიქაბერიძე,
  • გიორგი მიქაუტაძე,
  • ნუგზარ სხირტლაძე,
  • ლალი ფაფიაშვილი,
  • ნინო ქადაგიძე,
  • ქეთევენ ცინცაძე,
  • ალექსანდრე წულაძე.

საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი