ახალი ამბები

“თითოეულ ჩვენგანს ჩაგვიყრიან მალე საწამლავს” – ნინო წილოსანი ოპოზიციაზე

12 დეკემბერი, 2019 • 1700
“თითოეულ ჩვენგანს ჩაგვიყრიან მალე საწამლავს” – ნინო წილოსანი ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის ინფორმაციით, არსებობს კადრები, რომ სადაც ჩანს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შესული ოპოზიციონერი დეპუტეტები.

წილოსანმა არ დააკონკრეტა გულისხმობს თუ არა ირმა ნადირაშვილს და ლელა ქებურიას.

მანამდე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა სხდომათა დარბაზში და მძაფრსუნიანი ნივთიერება დაასხა, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. დეპუტატები ელოდებიან ექსპერტ-კრიმინალისტებს, რომლებიც შეისწავლიან, რა ნივთიერება დაიღვარა პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

“დავინახე შემოსული დეპუტატები. არ აქვს მნიშვნელობა, ვერ მათქმევინებთ [ვინ], სანამ არ იქნება გამოძიება. ეს ადამიანები თითოეულ ჩვენგანს, მოქალაქეს, სრულიად ერს ჩაგვიყრიან მალე საწამლავს”, – განაცხადა წილოსანმა.

პარლამენტის თავმდჯომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც თქვა, რომ ოპოზიციის ორი დეპუტატი სხდომათა დარბაზში შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაღვარა.

პარლამენტმა „გაურკვეველი ნივთიერების დასხმის“ გამო შესვენება გამოაცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი