ახალი ამბები

“თავისი შინაარსით ტერორისტული აქტია” – გაჩეჩილაძე გაურკვეველი ნივთიერების დასხმაზე

12 დეკემბერი, 2019 • 776
“თავისი შინაარსით ტერორისტული აქტია” – გაჩეჩილაძე გაურკვეველი ნივთიერების დასხმაზე

“ეს თავისი შინაარსით არის ტერორისტული აქტი, ალბათ, გამოიძიებენ. მე არ დამინახავს. რომ გავიდნენ, საშინელი სუნი დადგა”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ გააკეთა.

პარლამენტის თავმდჯომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ორი დეპუტატი სხდომათა დარბაზში შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაღვარა.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს დეტალების გარკვევას და ინფორმაციის გადამოწმებას.

როგორც უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ თქვა, სხდომათა დარბაზში არასასიამოვნო სუნი დგას.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ენძელა მაჭავარიანი ამბობს, რომ შეუძლოდ გახდა ამ სუნის გამო.

“რაღაც დაასხეს, მე მგონი, ორმა გოგომ, ნაციონალები რომ არიან თუ მეორე ნაციონალები. ეს თავისი შინაარსით არის ტერორისტული აქტი. ალბათ, გამოიძიებენ. მე არ დამინახავს. რომ გავიდნენ, საშინელი სუნი დადგა”, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი