ახალი ამბები

ენძელა მაჭავარიანი მოსამართლეების საკითხის კომენტირებისას დავით გურამიშვილს ციტირებს

12 დეკემბერი, 2019 • 729
ენძელა მაჭავარიანი მოსამართლეების საკითხის კომენტირებისას დავით გურამიშვილს ციტირებს

“დღეს დილიდან ვიხსენებდი დავით გურამიშვილის სიტყვებს: სად მაღალი არსით იყოს მუნ დაბალი გამაღლდების. რაც არის, იქიდან უნდა ავირჩიოთ მოსამართლეები”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კენჭისყრაზე.

“კარგად დავფიქრდები, რომ ამოვარჩიო ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ნაკლებად გააღიზიანებს საზოგადოებას. საერთოდაც, მე დღეს ამ წუთში ვერ ვიხსენებ სასამართლოს ისეთ ქეისებს, რომელიც სამსჯელოა, მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ა.შ. მე ვფიქრობ. რაც უფრო ნაკლები იქნება პოლიტიკური მდგენელი სასამართლოს არჩევის დროს, უკეთესი გახდება ჩვენი სასამართლო”, – აცხადებს მაჭავარიანი.

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კენჭი უნდა ეყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას. კენჭისყრა საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი