ახალი ამბები

“თბილისში ახალი კულტურის ცენტრი არ გაიხსნება, ამაზე აჟიოტაჟი უნდა შეწყდეს” – ლავროვის მოადგილე

11 დეკემბერი, 2019 • 987
“თბილისში ახალი კულტურის ცენტრი არ გაიხსნება, ამაზე აჟიოტაჟი უნდა შეწყდეს” – ლავროვის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო აცხადებს, რომ თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნა არ იგეგმება და ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი უნდა შეწყდეს:

“მე მიჭირს სხვების განცხადებების კომენტირება. მე გავიმეორებ, რაიმე ახალი არ გაიხსნება. ასეთი ცენტრები თბილისში დიდი ხნის წინ ამოქმედდა და მუშაობდა მშვიდად ამ ხნის განმავლობაში. ახალი არაფერი გაიხსნება, ამიტომ ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი უნდა შეწყდეს”, – განაცხადა რუდენკომ (თარგმანი საზოგადოებრივი მაუწყებელი).

“მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რაც რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, – ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა რია-ნოვოსტის განუცხადა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ.

“ვიმედოვნებთ, კულტურული ხასიათის ღონისძიებები რუსების მონაწილეობით ინციდენტების გარეშე ჩაივლის”, – იმედი გამოთქვა კარასინმა.

მაშინ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ არანაირი ორმხრივი შეთანხმება ამ საკითხზე არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი