ახალი ამბები

დაშბაშის კანიონზე შუშის ხიდს აშენებენ

11 დეკემბერი, 2019 • 2131
დაშბაშის კანიონზე შუშის  ხიდს აშენებენ

წალკაში, დაშბაშის კანონიონზე შუშის ხიდს ისრაელური კომპანია Kass Group აშენებს. პროექტის ამსახველ ფოტოებს ვებგვერდი, vesty.co.il ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ხიდი მიწიდან 160 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება და მისი სიგრძე 250 მეტრს შეადგენს, ცენტრში კი შუშის, გამჭვირვალე ალმასის ფორმის პლატფორმა განთავსდება.

პროექტის სავარაუდო ღირებულება, ვებგვერდის მიხედვით, 45 მილიონი აშშ დოლარია და მისი მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი