ახალი ამბები

ლარი დოლართან თითქმის 2 თეთრით გამყარდა

11 დეკემბერი, 2019 • 1115
ლარი დოლართან თითქმის 2 თეთრით გამყარდა

ლარი დოლართან თითქმის 2 თეთრით გამყარდა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.88 ლარი გახდა. ლარი 1.8 თეთრით გამყარდა ევროსთანაც, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური კურსი 3.20 ლარია.

დღეს, 11 დეკემბერს, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ გაზარდა, ამჯერად, 9%-მდე. შესაბამისად, მოსახლეობისთვის გაძვირდება ლარში გაცემული იპოთეკური სესხები, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. განაკვეთის 0.5%-ით გაზრდის გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი ნოემბრის მაღალ ინფლაციას უკავშირებს, რაზეც სხვა ფაქტორებთან ერთად ლარის გაუფასურება ახდენს გავლენას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი