“როგორც უკვე იცით, მე გავეცი განკარგულება ჩვენს სამინისტროებში, უწყებებში, დაინტერესებულმა პირებმა რომ დაიწყონ სამუშაო მათ კოლეგებთან ერთად სამხრეთ ოსეთში”, – განაცხადა შეხვედრის დროს პუტინმა.
დღეს, 1 ივნისს მოსკოვში რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ლეონიდ თიბილოვი ერთმანეთს შეხვდნენ.
შეხვედრის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გახმიანებულა, თუმცა ლეონიდ თიბილოვის პრესსამსახურის უფროსის, განა იანოვსკაიას გუშინდელი ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს მხარეებს ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროებში საკითხების ფართო სპექტრი უნდა განეხილათ.
რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოსკოვში მიმდინარე წლის 18 მარტს მოაწერეს.
| ||||