ახალი ამბები

თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს

11 დეკემბერი, 2019 • 2179
თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღანელი, ვიქტორ წილოსანი წარადგინა.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ვიქტორ წილოსანი განათლებით ეკონომისტია და მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მუმლაძე იკავებდა, რომელიც კახა კალაძის განცხადებით, მუშაობას კვლავ მერიაში გააგრძელებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა ახალ სისტემაზე გადადის და გარდა ახალი ავტობუსების შემოყვანისა, იქმნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. მისივე განცხადებით, დაწყებულია მუშაობა ტრანსპორტის მართვის ერთიან სისტემაზე.

„ჩვენ გადავდივართ ახალ სისტემაზე. გარდა იმისა, რომ ახალი ავტობუსები შემოგვყავს, პარალელურად ვქმნით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და იქ, სადაც შევდივართ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, ,ყველგან იქმნება ავტობუსის ზოლები, რათა ქალაქში საზოგადოებრტივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და შეძლოს შეუფერხებლად გადაადგილება.

ასევე დაწყებულია მუშაობა ტრანსპორტის მართვის ერთიან სისტემაზე – ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე, რათა სატრანსპორტო სისტემა რამდენიმე წელიწადში იყოს სრულად გამართული არა მხოლოდ ახალი ავტობუსებით, არამედ სათანადო ინფრასტრუქტურით, ჭკვიანი შუქნიშნებით, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს მოგვცემს გარკვეულ შვებას იმ საცობებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ყველას გვაწუხებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი