ახალი ამბები

ანონსი – 30 მაისი

29 მაისი, 2015 • • 1668
ანონსი – 30 მაისი

10:30 მძიმედ დაავადებული, 22 წლის მსჯავრდებულის – ვალერი სარიას ოჯახის წევრები და ადვოკატი ამირან გიგუაშვილისაინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ;


11:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში, საკრებულოსა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ადამიანი, საზოგადოება და კანონი“ გაიმართება;

 

11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში „თავისუფალი საქართველოს“ თავჯდომარე კახა კუკავა პრესკონფერნციას გამართავს;.


11:00 კულტურის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „ივერიას“ წარმომადგენელი ნიკოლოზ რურუა  პორტალ „კვირას“პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს;


12:00 “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი სოსო შატბერაშვილი დაესწრება საქ, პრეზიდენტის ეგიდით მოწვეულ კონფერენციას საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით;

 

13:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შედეგებზე და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს;

მასალების გადაბეჭდვის წესი