ახალი ამბები

15-მა უნივერსიტეტმა “სირცხვილია” ადამიანის უფლებების დაცვისთვის დააჯილდოვა

10 დეკემბერი, 2019 • 913
15-მა უნივერსიტეტმა “სირცხვილია” ადამიანის უფლებების დაცვისთვის დააჯილდოვა

უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში 15-მა უნივრსიტეტმა სამოქალაქო მოძრაობას “სირცხვილია” დააჯილდოვა ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის.

ინფორმაციას ამის შესახებ მოძრაობა Facebook-ში საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის ორგანიზატორებს შორის არიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სხვები, მხარდამჭერები კი არიან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, სეუ.

მასალების გადაბეჭდვის წესი