ახალი ამბები

შსს: გამოვლენილია “ბორჯომის”, “ლიკანისა” და “ნაბეღლავის” ფალსიფიცირების შემთხვევა

30 მაისი, 2015 • 1915
შსს: გამოვლენილია “ბორჯომის”, “ლიკანისა” და “ნაბეღლავის” ფალსიფიცირების შემთხვევა

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბორჯომში მცხოვრები  55 წლის თამაზ შ. გადამოწმების მიზნით იმ დროს გააჩერეს, როდესაც მას კუთვნილი ავტომანქანით ფალსიფიცირებული მინერალური სასმელი: 60 ბოთლი ბორჯომი, 12 ბოთლი ნაბეღლავი, 12 ბოთლი მიტარბი და 58 ბოთლი ლიკანი ქარელის რაიონის სოფლებში სარეალიზაციოდ გადაჰქონდა.

 

შსს–ს ცნობით, თამაზ შ–მ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ აღმოჩენილი ფალსიფიცირებული მინერალური სასმელი ქალაქ ბორჯომში თავად ჩამოასხა

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ფალსიფიკაციას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

 

 

ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან
ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი