ახალი ამბები

გავიფერადოთ მგზავრობა – კონკურსი მეტროს ვაგონების მოხატვისთვის

29 მაისი, 2015 • • 1150
გავიფერადოთ მგზავრობა – კონკურსი მეტროს ვაგონების მოხატვისთვის

კონკურსი საშაულებას აძლევს ახალგაზრდა სტრიტ-არტისტებს, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ სკეჩები, თავიანთი იდეები და უკვე არსებული ნამუშევრები. 

 

“გარდა იმისა, რომ გამარჯვებული სტრიტ-არტისტის ნამუშევარი განთავსებული იქნება მეტროს ვაგონებზე და მას ათასობით ადამიანი იხილავს ყოველდღიურად, მას ასევე გადაეცემა ფულადი ჯილდო”, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

 

კონკურსი ჩატარდება 22 ივნისს.

ფოტო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან
ფოტო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი