ახალი ამბები

პროექტი – „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება“ დაიხურა

10 დეკემბერი, 2019 • 722
პროექტი  – „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება“ დაიხურა

10 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CDA) და ჩეხეთის საბაჟო უწყების მხრდაჭერით განხორციელებული  პროექტის –  „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება“  დახურვის  ცერემონია გაიმართა. 

შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და  ჩეხეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას, ასევე ესწრებოდა ბატონი იერი პრეცლიკი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში. დასრულებისას ქართველმა და ჩეხმა კოლეგებმა ორწლიანი პროექტით მიღებული შედეგები შეაჯამეს.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ უწყების სახელით,  ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მჭიდრო მხარდაჭერისთვის, მადლობის სიგელები გადასცა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში  და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CDA). 

,,მსურს გულითადი მადლობა გადავუხადო ჩეხ კოლეგებს განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, მონდომებისა და ყურადღებისთვის რამაც პროექტის წარმატება განაპირობა. მსმენია, რომ გარდა არაჩვეულებრივი კოლეგიალური თანამშრომლობისა პროექტის ყველა მონაწილეს მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რაც ორმაგად დასაფასებელია“, – აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. 

მისი თქმით, საბაჟოს მიმართულებით  დაგეგმილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეფორმებისა და სიახლეების განხორციელება. 

,,მოხარული ვიყავი გამეგო ჩემი თანამშრომლებისგან, რომ ჩეხეთის მთავრობა კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას მხარში დაგვიდგეს სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. მით უფრო, რომ უკვე არსებობს სამმხრივი თანამშრომლობის არაჩვეულებრივი გამოცდილება“,  – აღნიშნა ლევან კაკავამ. 

აღნიშნული პროექტი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში 2017 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. პროექტის ფარგლებში,  კინოლოგიის სამსახურს 9 სამსახურებრივი ძაღლი და სხვადასხვა დანიშნულების საწრთვნელი აღჭურვილობა გადაეცა. ამასთან, ქართულ ენაზე ვრცელი კინოლოგიის სახელმძღვანელო ითარგმნა და სა

მასალების გადაბეჭდვის წესი