ეს იმას ნიშნავს, რომ “ფიფა 2016”-ის მოთამაშეებს საშუალება ექნებათ, რომ ქალთა ეროვნული ნაკრები გუნდები აირჩიონ და ისე ითამაშონ ფეხბურთი. “ფიფა 2016” სექტემბრიდან ჩაეშვება გაყიდვაში. ჯერჯერობით ქალთა მხოლოდ 12 ნაკრებით თამაში იქნება შესაძლებელი: ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ინგლისი, გერმანია, მექსიკა, შვედეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და აშშ.