პოლიციელებმა დააკავეს 1980 წელს დაბადებული ლ.კ, რომელსაც ქალის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე, 1991 წელს დაბადებულ ე.ბ-ს ყელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც შსს აცხადებს, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
