ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსმა სამხედროებმა კასპთან საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

9 დეკემბერი, 2019 • 2516
რუსმა სამხედროებმა კასპთან საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,რუსმა სამხედროებმა კასპის მუნიციპალიტეტის 4 მკვიდრი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო.

უწყება ამბობს, რომ შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა, უკანონო დაკავებისთანავე კი გააქტიურდა “ცხელი ხაზი“ და სუს-მა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) ინფორმაცია მიაწოდა.

სუს-ის თქმით, „ცხელი ხაზის“ ეფექტური ფუნქციონირების შედეგად, უკანონოდ დაკავებულთა შორის მყოფი არასრულწლოვანი, უკვე გათავისუფლებულია და იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი