ახალი ამბები

7-10 წელიწადში უნდა შევძლოთ, რომ ქვეყანაში მანქანების 70-80% ელექტროძრავიანი იყოს – ივანიშვილი

9 დეკემბერი, 2019 • 1475
7-10 წელიწადში უნდა შევძლოთ, რომ ქვეყანაში მანქანების 70-80% ელექტროძრავიანი იყოს – ივანიშვილი

“უახლოეს 7-10 წელიწადში უნდა შევძლოთ და ქვეყანაში არსებული მანქანების 70-80% ელექტროძრავიანი უნდა იყოს”, – ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა veluribuneba.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

“აქვე უნდა ავღნიშნო, რომ როგორც იტყვიან „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ და საქართველოს ჩამორჩენა ინდუსტრიული განვითარების კუთხით, საშუალებას გვაძლევს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად მარტივად მოვახერხოთ ეკოლოგიაზე ორიენტირებულ ინდუსტრიაზე გადასვლა. მრეწველობა უნდა შეიქმნას და განვითარდეს ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. უახლოეს 7-10 წელიწადში უნდა შევძლოთ და ქვეყანაში არსებული მანქანების 70-80% ელექტროძრავიანი უნდა იყოს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის ინტერვიუს სრულად ეკოლოგიაზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ამავე თემაზე

“მე ისინი გადავარჩინე” – ივანიშვილი გიგანტურ ხეებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი