“დღეს ქალაქის მთავარ ქვესადგურზე ფაქტიურად ყველა მოწყობილობა გამოცვლას საჭიროებს. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე შევუდექით მუშაობას. 2016 წლამდე ყველა ქვესადგურის მოდერნიზაცია უნდა მოხდეს”, – განაცხადა ლევ კუზნეცოვმა, რუსეთის მინისტრმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში [აღნიშნული სამინისტრო ახალი შექმნილია].
საივნესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც რუსეთი აფხაზეთში ახორციელებს, წლის ბოლომდე იგეგმება, ასევე, აფხაზეთის ძირითადი სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა უახლესი სამედიცინო აღჭურვილობით, მრავალბინიანი სახლების რეკონსტრუქცია, სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა. მიმდინარე წელში უნდა დასრულდეს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეკონსტრუქციაც.
| ||