ახალი ამბები

ვინ აიღო წელს “ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო – სია

9 დეკემბერი, 2019 • 1431
ვინ აიღო წელს “ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო – სია

დღეს, 9 დეკემებრს საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერატნტობის საერთაშორისო დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ის პირები დაასახელა, რომელმაც 2019 წელს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიერ დასახელებული გამარჯვებულები: 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ – „მედია საშუალება ან პროექტის“ ნომინაციაში;

ჰამიდ სადიგოვი, რომელმაც საკუთარი პოზიცია გამოხატა იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით, რამაც მის თემში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, ფართო საზოგადოება კი მის მიმართ სოლიდარულია – ნომინაციაში “პიროვნება“;

საკრებულოს საქმიანობის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მხარდაჭერისთვის, თბილისის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ტყემალაძე  – ნომინაციაში „საჯარო მოხელე“;

ასევე, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი დამსახურებისა და განსაკუთრებით ქურთული და ეზიდი თემის ფართოდ წარმოჩენის ხელშეწყობისთვის ტოლერანტობის ქომაგად ერთხმად დაასახელეს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ყოფილი წევრი, აწ გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, ლიტერატორი და პედაგოგი ქერიმ ანყოსი.

რელიგიათა საბჭოს მიერ დასახელებული გამარჯვებულები: 

საქართველოში რელიგიური მრავალფეროვნების მკვლევარი მანანა ქუთათელაძე – “ნომინაციაში პიროვნება“’;

საქართველოს ქრისტიან-სტუდენტთა კავშირი,რომელიც წლებია ხელს უწყობს კონფესიათა შორის დიალოგს და ამ მიმართულებით – ნომინაციაში „ორგანიზაცია“;

ელენე ხოშტარია – ნომინაციაში “საჯარო მოხელე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი