ახალი ამბები

საუბარია, როგორ მოვემზადოთ 2020-ისთვის ისე, რომ 2024-ში პროპორციული შევინარჩუნოთ – თალაკვაძე

9 დეკემბერი, 2019 • 737
საუბარია, როგორ მოვემზადოთ 2020-ისთვის ისე, რომ 2024-ში პროპორციული შევინარჩუნოთ – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის შიგნით აზრთასხვადასხვაობა და კონსულტაციები არის იმის შესახებ, თუ როგორც მოემზადოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შერეული საარჩევნო მოდელით ისე, რომ შეინარჩუნონ 2024 წლისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროპორციული საარჩევნო სისტემა.

“საპარლამენტო უმრავლესობის გუნდში ჯერ კიდევ რჩება აზრთასხვადასხვაობა იმ დეპუტატებს შორის, ვინც მხარი დავუჭირეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და იმ დეპუტატებს შორის, ვინც ფიქრობენ, რომ პროპორციული სისტემა არ არის საუკეთესო საქართველოსთვის. ჩემი ამოცანა და სურვილია, რომ რაც შეიძლება დროულად ამოიწუროს ეს დისკუსია გუნდში და გუნდი საერთო პოზიციაზე შეთანხმდეს”, – განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით აზრების გაყოფა აისახება საპარლამენტო პროცესზე.

“უახლოეს პერიოდში ჩვენ ჩავატარებთ უმრავლესობის სხდომებს, რამდენიც საჭირო იქნება. ამ დისკუსიას აუცილებლად ამოვწურავთ და შევთანხმდებით. გადაწყვეტილება 2024 წელს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ასახულია კონსტიტუციაში. ჩვენი გუნდის ნაწილს ჰქონდა ინიციატივა ბრიტანულ-ამერიკულ მოდელთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მოდელი ვერ იქნება მიღებული ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ კი უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და საზოგადოებამ იცის, რას უჭერს მხარს გუნდის უმრავლესობის დიდი ნაწილი. ამ შეხვედრაზე საუბარი იქნება, როგორ მოვემზადოთ 2020-ის არჩევნებისთვის ისე, რომ 2024 წლის ნიშნული და ჩვენი გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების შესახებ შევინარჩუნოთ. საჭიროა შეხვედრა და შეთანხმება”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნევს, რომ მარტივად დაარწმუნებენ “ქართლი ოცნების” იმ წევრებს, რომლებიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მომხრეები არიან.

საპარლამენტო უმრავლესობამ ახალ ინიციატივა დააანონსას, რომელიც 2024 წლის არჩევნების მოდელს ეხება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა, უნდა მოხდეს უმრავლესობის წევრი იმ მაჟორიტარების, რომლებიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ და მმართველი გუნდის დანარჩენი წევრების პოზიციების დაახლოება. მისი თქმით, ეს ინიციატივა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან მოდის, სწორედ ამ საკითხებს ეხება.

მდინარაძე 2024 წლის საარჩევნო მოდელზე ივანიშვილის ახალ ინიციატივას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი