ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში სამუდამო პატიმრობამისჯილი აზერბაიჯანელის განაჩენი ძალაში დატოვეს

27 მაისი, 2015 •
ყარაბაღში სამუდამო პატიმრობამისჯილი აზერბაიჯანელის განაჩენი ძალაში დატოვეს

2014 წლის დეკემბერში ერთ-ერთ დაკავებულს სტეპანაკერტის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა, მეორეს კი 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


დაკავებულებები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ – არ აღიარებენ მკვლელობასა და ჯაშუშობას. მათი მტკიცებით, აზერბაიჯანიდან ყარაბაღში ოჯახის წევრების საფლავებზე მისვლის მიზნით მიდიოდნენ.


შესაბამისად, მათ ეს სასამართლო გადაწყვეტილება ყარაბაღის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა უზენაესმა, რამდენიმესაათიანი განხილვის შედეგად, პირველი განაჩენი უცვლელი დატოვა. 


აზერბაიჯანის მოქალაქეები მთიან-ყარაბაღში საზღვრის უკანონო კვეთისთვის, ჯაშუშობისთვის, საბრძოლო მასალების შენახვისთვის, ქურდობისთვის, სომხეთის არმიის ოფიცრის მკველობისთვის და არასრულწლოვნის გატაცებისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს.

 

აზერბაიჯანის მოქალაქეები ყარაბაღში 2014 წლის ივლისში დააკვეს. 





 

 მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

მასალების გადაბეჭდვის წესი