ახალი ამბები

რაღა მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, მიწას – ილია მეორე ემიგრანტებზე

8 დეკემბერი, 2019 • 3017
რაღა მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, მიწას – ილია მეორე ემიგრანტებზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დღეს, 8 ნოემბერს გამართულ წირვაზე ემიგრანტებზე ისაუბრა. მისი თქმით, საზღვარგარეთ წასვლა ცუდი არ არის, თუმცა, უპირველესად ემიგრანტებმა ქვეყანას უნდა მიხედონ.

პატრიარქის სიტყვებს ინტერპრესნიუსი ავრცელებს. წივრის დროს ილია მეორე ამბობს, რომ დღეს სოფლის მეურნეობას გაძლიერება სჭირდება, ვინაიდან, დღეს აღარ მუშავდება საკარმიდამო ისე, როგორც ადრე.

„ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოს სამღვდელოებამ. გარდა მიწის დამუშავებისა უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა. ე

ს დიდად ამოსწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ქალაქს. რამდენიმე ხნის შემდეგ მე გავსინჯავ რამდენად შეასრულეთ ეს ლოცვა-კურთხევა. დიდი იმედი მაქვს, მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას”,-ბრძანა პატრიარქმა,“ – ამბობს ილია მეორე.

ამის შემდგომ კი ის ემიგრანტებზე საუბრობს და დასძენს, რომ მართალია საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ცუდი არ არის, თუმცა, ქვეყანას მათი დახმარება სჭირდება.

ამასთან, პატრიარქმა ქადაგებისას საქართველოდან წასულ ემიგრანტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას მათი დახმარება სჭირდება.

” სოფლის მოსახლეობა და ქალაქისა მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები.

ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს, სახლდებიან ჩვენს სოფლებში და ქალაქებში. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს ეს მადლი. გეძლევათ ლოცვა- კურთხევა მთელ საქართველოში გაავრცელოთ ეს სურვილი და გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი”,- თქვა პატრიარქმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი