ახალი ამბები

საქართველოს წყვილმა ფიგურული სრიალის გრან პრის ფინალში ოქროს მედალი აიღო

8 დეკემბერი, 2019 • 2478
საქართველოს წყვილმა ფიგურული სრიალის გრან პრის ფინალში ოქროს მედალი აიღო

იტალიაში, ტურინში გამართულ შეჯიბრებაზე, საქართველოს წარმომადგენელმა წყვილმა – მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ – გრან პრის ფინალში იუნიორების კატეგორიაში ოქროს მედალი აიღო. შეჯიბრი სრიალის საერთაშორისო კავშირის (ISU) მიერ იყო ორგანიზებული.

რევიამ და კაზაკოვამ ჯამში 174.90 ქულა დააგროვეს და ფინალური რეზულტატებით მეორე ადგილზე გასულ აშშ-ის წყვილს, 0.16 ქულით აჯობეს.

ფოტო: ISU

“ჩვენ იმ აზრით გამოვდიოდით, რომ დასაკარგი არაფერი გვქონდა, ჩვენ საკმარისად ვიშრომეთ იმისთვის, რომ არ შეგვშინებოდა.

ხალხი მოვიდა ჩვენს სანხავად და ჩვენ უნდა გვეჩვენებინა მათთვის ყველაფერი, რასაც მანამდე ვარჯიშის დროს ვაკეთებდით. რა თქმა, უნდა, ჩვენ ახლა ძალიან ბევრ ემოციას ერთბაშად განვიცდით და ჯერ კიდევ რთულია იმის გაანალიზება, რომ მოვიგეთ,“ – ამბობს რევია ISU-სთან საუბარში. 

იუნიორებს შორის ამ შეჯიბრებაში მსოფლიოს საუკეთესო 6 წყვილი მონაწილეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი