ახალი ამბები

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

7 დეკემბერი, 2019 • 4750
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ზაზა ურუშაძე იყო დამდგმელი რეჟისორი სერიალის “ცხელი ძაღლი” და ფილმების:

  • “მათთვის, ვინც მამამ მიატოვა” (1989),
  • “აქ თენდება” (1998),
  • “სამი სახლი” (2008),
  • “დარჩი ჩემთან” (2011),
  • “ბოლო გასეირნება” (2012),
  • “მანდარინები” (2013)
  • აღსარება (2017)

ზაზა ურუშაძის ესტონურ-ქართული ფილმი “მანდარინები” ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ასევე, ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი