ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საჩივარს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს

27 მაისი, 2015 •
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საჩივარს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს

კავკაზსკი უზელის ინფორმაციით, სააგენტო Turan-ისა და რადიოსადგურ “ამერიკის ხმის” კორესპონდენტმა, თაფდიგ ფარხადოღლუმ ევროპულ სასამართლოს მიმდინარე თვეში მის ცემის ფაქტთან დაკავშირებით მიმართა. ჟურნალისტის მტკიცებით, ბაქოში სტუდენტების აქციის დროს ის სცემეს, რა დროსაც სერიზოული ტრავმები მიიღო, რაც, ჟურნალისტის განცხადებით, მის შრომისუნარიანობაზე აისახა. 

 

ჟურნალისტმა ცემის ფაქტზე პროკურატურას მიმართა, თუმცა უწყებამ უარი თქვა გამოძიების დაწყებაზე. ბაქოს სასამართლოებში კი, მათ შორის სააპელაციოში, მისი საჩივარი არ დააკმაყოფილეს. 


თაფთიგ ფარადოღლუ; ფოტო: კავკაზსკი უზელი
თაფთიგ ფარადოღლუ; ფოტო: კავკაზსკი უზელი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი