ახალი ამბები

თბილისში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

7 დეკემბერი, 2019 • 1167
თბილისში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

მოქალაქეთა საინიციტივო ჯგუფის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერით: “თავისუფლება ვაჟა ექიმს”, “სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის”, “სოხუმი და ცხინვალი საქართველოა”.

აქციის ორგანიზატორებმა წაიკითხეს საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვა მოწოდებით, ძალისხმევა არ დაიშურონ ქართველი ექიმის უვნებლად დასაბრუნებლად.

“ექიმის დაჭერა და დასჯა არის წარმოუდგენელი. ვითხოვთ ამ ადამიანის გათავისუფლებას. კიდევ ერთხელ ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას, საექიმო საზოგადოებას – დღის წესრიგში ამ საკითხის კიდევ უფრო გააქტიურებას”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ლაშა მესხმა.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გამართულ აქციას “სირცხვილიას” წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი თვის წინ გაიტაცეს და “საზღვრის კვეთას” ედავებიან. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი